პრევენციული სერვისი

თანადგომას კონსულტანტები და სოციალური მუშაკები მიმდინარე პროექტების ბენეფიციარებს სთავაზობენ აივ-ისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) პრევენციულ პაკეტს.

პრევენციულ პაკეტში შედის:

  • საინფორმაციო საგანმანათლებლო მასალები: სგგი, აივ/შიდსი, უსაფრთხო სქესობრივი ურთიერთობები;
  • კონდომები;
  • ლუბრიკანტები;
  • რისკის შემცირების კონსულტირება.

პრევენციული პაკეტის მიწოდება ხორციელდება ოფისში კონსულტანტების და გასვლითი საველე სამუშაოებისას – სოციალური მუშაკების მიერ. ეს მომსახურება ანონიმური, კონფიდენციალური და უფასოა.