თანადგომას ფსიქოლოგების ჯგუფი სხვადასხვა პროექტების ბენეფიციარებს სთავაზობს:

  • ინდივიდუალურ ფსიქოლოგიურ კონსულტირებას

ფსიქოლოგიური კონსულტირება არის ფსიქოლოგიის ერთერთი მიმართულება, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს ადამიანს ინტერპერსონალური ურთიერთობების დროს წარმოქნილი სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიური პრობლემების გადალახვაში. კონსულტირება ორიენტირებულია ადამიანის პიროვნულ ზრდაზე, მის სულიერ და პროფესიულ განვითარებაზე.

  • კოგნიტურ- ბიჰევიორული თერაპიას

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია თანამშრომლობაზე დამყარებული პროცესია.

ეფექტური თერაპიის პროცესი ემყარება თანასწორი მხარეების თანამშრომლობით ურთიერთობას. კლიენტი არის ექსპერტი იმისა თუ რა ფიქრები, აზრები, წარმოდგენები და გრძნობები აქვს მას, თავის მხრივ კი თერაპევტს აქვს ცოდნა და გამოცდილება გარკვეული ფსიქოლოგიური დარღვევების მკურნალობაში. ეს არის გუნდის მუშაობა რომელიც ცდილობს არსებული პრობლემური სიტუაციიდან ერთობლივად იპოვოს გამოსავალი.

  • ჯგუფური თერაპიას

ფსიქოლოგიური მუშაობის ჯგუფური ფორმატი საინტერესო და ეფექტურია. ჯგუფი საშუალებას იძლევა იგრძნოთ, რომ თქვენ არ ხართ მარტო და თქვენი პრობლემები არ არის ერთადერთი შემთხვევა, რომ სხვადასხვა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მსგავსი პრობლემები. ჯგუფში მუშაობისას შესაძლებელია მიიღოთ ჯგუფური მხარდაჭერა და თანაგრძნობა.

  • მოტივაციურ ინტერვიუს

მოტივაციური ინტერვიუ არის თერაპიული მეთოდი, რომელიც ადამიანებს ეხმარება განახორციელოს ცვლილებები ცხოვრებაში. მოტივაციური ინტერვიუს სულისკვეთება ეფუძნება სამ ძირითად ცნებას: თერაპევტისა და კლიენტს შორის თანამშრომლობა, ინდივიდუალური იდეების შემუშავება და კლიენტის ავტონომია.