მისია და ხედვა

“თანადგომას” ხედვაა ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი საზოგადოება, სადაც დაცულია ადამიანთა ჯანმრთელობის უფლება, განათლების სისტემაში დანერგილია სქესობრივი აღზრდა, მოქალაქეებს ხელი მიუწვდებათ რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეფექტურ მომსახურებაზე, შესაბამისად, ნაკლებად ვრცელდება ინფექციური დაავადებები, მცირდება აბორტების რიცხვი, მაღალია ოჯახის დაგეგმვის მეთოდების გამოყენება, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მაღალი რისკის ჯგუფებს, შესაბამისად, ნაკლებია ამ საკითხებთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემები და ასევე ფართოდ დანერგილია ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისები.
ამ ხედვის რეალიზების მიზნით ასოციაციის “თანადგომა” მისიაა საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება პრევენციული, საგანმანათლებლო, დიაგნოსტიკური და სარეაბილიტაციო სერვისების განხორციელებისა და მათი ადვოკატირების გზით. ასევე, თანადგომა უზრუნველყოფს შესაბამისი ორგანიზაციების, თემების და სხვა დაინტერესებული პირების შესაძლებლობების განვითარებას.

“თანადგომა” იზიარებს და საქმიანობებს ახორციელებს შემდეგ პრინციპებზე დაყრდნობით:
• ყველა ადამიანი თანასწორია, მიუხედავად რასის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, რელიგიური თუ ეთნიკური მიკუთვნებულობისა;

•გენდერული აქცენტები, ადამიანის უფლებები და არადისკრიმინაციული მიდგომები გამჭოლი თემებია ორგანიზაციის მუშობაში

.“თანადგომა” მუშაობს მთელი ქვეყნის მასშტაბით. “თანადგომას” სერვისები ხელმისაწვდომია რეპროდუქციული ასაკის ზოგადი მოსახლეობისათვის, მაგრამ ორგანიზაცია განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს და პროაქტიულ პროგრამებს შეიმუშავებს რისკის ქვეშ მყოფი, მოწყვლადი ჯგუფებისთვის (სარისკო პოპულაციებისათვის): მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან – მსმ, ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლები – ინმ, კომერციული სექსის მუშაკები – კსმ, ახალგაზრდები, პატიმრები, ლგბტ თემი, ტრეფიკინგის მსხვერპლი, ადამიანები, რომელთაც შეეხოთ აივ/შიდსი, იძულებით ადგილნაცვალი პირები, და სხვა.