თანადგომას კონსულტანტები და სოციალური მუშაკები მიმდინარე პროექტების ბენეფიციარებს სთავაზობენ აივ-ისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) პრევენციულ პაკეტს.
პრევენციულ პაკეტში შედის:
- საინფორმაციო საგანმანათლებლო მასალები: სგგი, აივ/შიდსი, უსაფრთხო სქესობრივი ურთიერთობები;
- კონდომები;
- ლუბრიკანტები;
- რისკის შემცირების კონსულტირება.
პრევენციული პაკეტის მიწოდება ხორციელდება ოფისში კონსულტანტების და გასვლითი საველე სამუშაოებისას – სოციალური მუშაკების მიერ. ეს მომსახურება ანონიმური, კონფიდენციალური და უფასოა.