აივ-ზე ტესტირება და კონსულტირება

თანადგომას კონსულტანტები და სოციალური მუშაკები მიმდინარე პროექტების ბენეფიციარებს სთავაზობენ აივ-ზე ნებაყოფლობით კონსულტირებას და ტესტირებას.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებით აივ-თან დაკავშირებული კონსულტირება არის “კონფიდენციალური დიალოგი კლიენტსა და კონსულტანტს შორის, რომლის მიზანია, კლიენტმა შეძლოს, გაუმკლავდეს სტრესს და მიიღოს აივ/შიდსთან დაკავშირებული პირადი გადაწყვეტილებები”.

ნკტ-ს მიზანია:

·       აივ-ინფექციის პრევენცია;

·       მხარდაჭერა ტესტირების გავლის სასარგებლოდ;

·       ემოციური მხარდაჭერა ტესტირებისას;

·       მხარდაჭერა და მდგომარეობის შემსუბუქება ტესტირების შემდეგ, ტესტის შედეგის მიუხედავად.

აივ-ზე ტესტირება ტარდება სწრაფი ტესტით, თითიდან აღებული სისხლის წვეთით ან ნერწყვით. სწრაფი ტესტის პასუხი გაიცემა 15-25 წუთში.

ტესტის შედეგი შეიძლება იყოს:

·       ნეგატიური (უარყოფითი): ეს ნიშნავს,  რომ ადამიანი არ იყო ინფიცირებული ტესტის ჩატარებამდე 3 თვით ადრე;

·       პოზიტიური (დადებითი): ეს ნიშნავს, რომ საჭიროა დამატებითი დამადასტურებელი ტესტირების ჩატარება;

·       გაურკვეველი: ეს ნიშნავს, რომ ადამიანის აივ სტატუსი რჩება დაუდგენელი, საჭიროებს განმეორებით ტესტირებას.

 

თანადგომაში კონსულტირება და ტესტირება ანონიმური, კონფიდენციალური და უფასოა.