აბორტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება საქართველოში
ფინანსური მხარდაჭერა/ძირითადი კონტრაქტორი: „დიადი გამოწვევები კანადა“ (Grand Challenges Canada, GCC)
ქვე-გრანტორი: ა(ა)იპ „ჯანსაღი ცხოვრება“
ქვე-კონტრაქტორი კლინიკები: ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი, ბათუმი; ზესტაფონი: კლინიკა „ელიტე”, ზესტაფონი; გაგუას კლინიკა, თბილისი
პროექტის მიზანი : აბორტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება საქართველოში გამარტივებული ერთვიზიტიანი მოდელის დანერგვის გზით.
განხორციელების პერიოდი: 30.09.2019 – 20.09.2021
პროექტის საქმიანობები:
- თვისებრივი კვლევა „საქართველოში სოფლად მაცხოვრებელ და იძულებით გადაადგილებულ ქალებს შორის მედიკამენტურ აბორტზე ხელმისაწვდომობა“;
- ერთვიზიტიანი ინოვაციური მოდელის პილოტირებისთვისკლინიკური კვლევის დოკუმენტაციის პაკეტის მომზადება და კვლევის ჩატარება;
- ინოვაციური მოდელის კლინიკური კვლევის შედეგების გაზიარება პარტნიორებისა და დაინტერესებული მხარეებისათვის;
- ერთვიზიტიანი მოდელის და სტანდარტული მოდელის ფასების შედარებითი ანალიზის განხორციელება;
- ორსულობის მრავალდონიანი ტესტების საქართველოს ბაზარზე რეგისტრაცია;
- ინოვაციური გამარტივებული მოდელის კლინიკური კვლევის ანგარიშის და ფასების შედარებითი ანალიზის მიგნებების გაზიარება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის.