ბლოგი

მედიკამენტური აბორტის მიწოდების ინოვაციური მოდელის კვლევის შედეგების წარდგენა

მედიკამენტური აბორტის მიწოდების ინოვაციური მოდელის კვლევის შედეგების წარდგენა

2021 წლის 10 ივლისს, სასტუმრო „თბილისი რუმსში“, ”საქართველოში აბორტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება” პროექტის  ფარგლებში გაიმართა  კლინიკური კვლევის შედეგების წარდგენის ღონისძიება.კვლევის მიზანი იყო მონაცემების მიღება და შეფასება მედიკამენტური აბორტის სერვისის მიწოდების ისეთი მოდელის უსაფრთხოების, მისი დანერგვის შესაძლებლობის და მიმღებლობის შესახებ, რომელიც ამცირებს სამედიცინო თვალსაზრისით არასაჭირო პირადი ვიზიტების რაოდენობას კლინიკაში. შეხვედრას ესწრებოდნენ ყველა დაინტერესებული მხარის წარმომადგენლები, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ფარმაცევტული კომპანიები, აბორტზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ქალთა უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებ, სახალხო დამცველის ოფისი, UNFPA, HERA XI, WISG და ა.შ.

შეხვედრა ემსახურებოდა არა მხოლოდ მედიკამენტური აბორტის ინოვაციური მოდელისა და მისი  ხარჯეფექტიანობის  მტკიცებულებებს, არამედ კვევაში ჩართული ქალებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლების კმაყოფილების დონის გაზიარებას. ძირითადი დაინტერესებული მხარეების ჩართულობაკვლევის შედეგების ფართო გავრცელებისა და ინოვაციური მოდელის ადვოკატირების სტრატეგიის შემუშავების გზით, პროექტის პრიორიტეტად მიიჩნევა. ინოვაციური მოდელის  საქართველოში არსებულ ჯანდაცვის სისტემაში ინტეგრირების შესახებ დისკუსიაში აქტიურად  მიიღეს მონაწილეობა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისწარმომადგენლებმა. მათ გამოხატეს  მაღალი ინტერესი ამ მოდელის მიმართ, განსაკუთრებით კოვიდ-19 პანდემიის პირობებში. დისკუსიის შედეგად პროექტის განახორციელებლების მიერ შემუშავდება იდეები მოდელის შესაძლო დაფინანსებისა და ადვოკატირების სტრატეგიის შესახებ.