ციფრული სქესობრივი განათლების (DSE) პროექტი
2022 წლიდან თანადგომა ახორციელებს ციფრული სქესობრივი განათლების (DSE) პროექტს, რომლის ფარგლებში 2023 წლის 27-30 მარტს ჩატარდა ტრენინგი პროექტის პროდუქტის ერთობლივი შექმნისათვის (Co-creation Workshop).
ტრენინგის მიზანი იყო:
- ძირითადი ციფრული სტრატეგიების ერთობლივი შემუშავება DSE პროექტის დასაწყებად,
- პროექტში ჩართული გუნდის ციფრული უნარების გაძლიერება, რესურსების მიწოდებით და კონტენტის პერსონალიზებით გზით.
ტრენინგი ჩაატარა ნიდერლანდურმა ორგანიზაციამ RNW Media. თანადგომას თანამშრომლების გარდა, მას ესწრებოდნენ პროექტში ჩართული ახალგაზრდა მოხალისეები და RFSU-ს წარმომადგენლები.