აივ თვითტესტირების სტრატეგიების პილოტირება სარისკო პოპულაციის წარმომადგენლების პარტნიორებს შორის

აივ თვითტესტირების სტრატეგიების პილოტირება სარისკო პოპულაციის წარმომადგენლების პარტნიორებს შორის

პროექტის სახელწოდება: „აივ თვითტესტირების სტრატეგიების პილოტირება სარისკო პოპულაციის წარმომადგენლების პარტნიორებს შორის“

ფინანსური მხარდაჭერა: WEEPI (Western-Eastern European Partnership Initiative on HIV, Viral Hepatitis and TB).

განხორციელების ვადები: 24.08.2020 – 24.08.2021

პროექტის მიზანი:  მსმ-ის, ქალი და ტრანსგენდერი სექს-მუშაკების პარტნიორებში აივ ტესტირების გაფართოება აივ თვითტესტის მიწოდების სტრატეგიების პილოტირების გზით.

მოკლე აღწერა:

თანადგომა პროექტს ახორციელებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან, საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციასთან და ორ სათემო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით პროექტი კვლევითი ხასიათისაა, და პასუხობს კითხვას: „აივ თვითტესტის მიწოდების რომელი სტრატეგია გაზრდის აივ ტესტირებას მსმ-ის, ქალი და ტრანსგენდერი სექს-მუშაკების სქესობრივ პარტნიორებში?“. პროექტის მოსალოდნელი შედეგია სამიზნე ჯგუფისათვის თვითტესტის მიწოდების მისაღები და მოსახერხებელი სტრატეგიის პოვნა და აივ მკურნალობის კასკადის პირველ „90“-ში წვლილის შეტანა.