სრჯუ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო პლატფორმის მორიგი შეხვედრა
7 ივლისს გაიმართა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო პლატფორმის მორიგი შეხვედრა.
შეხვედრაზე გაკეთდა 3 პრეზენტაცია:
• აივ დადებითი ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის გამოწვევები საქართველოში – “რეალური ხალხი რეალური ხედვა”
• ციფრული სექსუალური განათლება – საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“
• დისტანციური/ციფრული მოზარდ-ახალგაზრდებისთვის კეთილგანწყობილი სრჯუ სერვისები – HERA XXI
სრჯუ პლატფორმა ფუნქციონირებს 2019 წლიდან და მისი მიზანია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის კოორდინაცია, სტრატეგიებისა და მომავლის ხედვების გაზიარების გზით.