ბლოგი

საჯარო სკოლებში „ექიმის საათის“ დანერგვის ხელშეწყობის პროგრამა

საჯარო სკოლებში „ექიმის საათის“ დანერგვის ხელშეწყობის პროგრამა

„ექიმის საათის“ დანერგვის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თბილისის 155 და 166 საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის და სკოლის ექიმებისთვის. შეხვედრის პირველ დღეს პროგრამის დანერგვის, ასევე მოსწავლეებთან ჯანმრთელობის და პირადი უსაფრთხოების საკითხებზე სწორი ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობაზე ისაუბრეს პარტნიორებმა, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს და გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელმა. ტრენინგის გრძელდებოდა 5 დღის განმავლობაში, დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.