ბლოგი

სრჯუ პლატფორმის 2021 წლის შემაჯამებელი შეხვედრა

სრჯუ პლატფორმის 2021 წლის შემაჯამებელი შეხვედრა

სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების საკოორდინაციო პლატფორმის წლის ბოლო შეხვედრა გაიმართა 2021 წლის 15 დეკემბერს.

სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო  „თანადგომას“ მიერ განხორციელებული კვლევა „სექსუალური ჯანმრთელობის სფეროში არსებული პრობლემები რეპროდუქციული სისტემის ონკოლოგიური დაავადებების მქონე ქალებს შორის“.

პლატფორმის წევრებმა ასევე მოისმინეს  უნაყოფობის პრობლემის მქონე პაციენტების საინიციატივო ჯგუფის „ერთად ახალი სიცოცხლისთვის“ მუშაობის შედეგები და სამომავლო გეგმები, რომელზეც ისაუბრა საინიციატივო  ჯგუფის ხელმძღვანელმა თამარ ქაჩლიშვილმა.

 

შეხვედრის ბოლოს სრჯუ საკოორდინაციო პლატფორმის  ფასილიტატორმა მადლობა გადაუხადა მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის, შეაჯამა 2021 წელი და ისაუბრა სამომავლო გეგმების შესახებ.

შეგახსენებთ, სრჯუ პლატფორმა ფუნქციონირებს 2019 წლიდან და მისი მიზანია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების სფეროში მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის კოორდინაცია გამოცდილების, სტრატეგიებისა და მომავლის ხედვების გაზიარების გზით.