- „თანადგომა“ წევრობაზე დაფუძნებული ასოციაციაა.
-
ასოციაციას ჰყავს ნამდვილი და საპატიო წევრები.
- ასოციაციის ნამდვილი წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ასოციაციის წესდებას, იზიარებს ასოციაციის
დეკლარირებულ მიზნებს და მონაწილეობას მიიღებს ასოციაციის საქმიანობაში.
- ასოციაციის საპატიო წევრად შეიძლება მიღებულ იქნას ნებისმიერი პირი, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი იუძღვის ასოციაციის ძირითადი მიზნების განხორციელებაში, აქტიურად თანამშრომლობს ასოციაციასთან ან ემსახურება ასოციაციის ძირითადი მიზნების განხორციელებას რაიმე სხვა ფორმით.
- ასოციაციის წევრად მიღება ხდება მსურველის წერილობითი განცხადების საფუძველზე ასოციაციის გამგეობის მიერ. წევრად მიღების საკითხი განიხილება გამგეობის მიერ განცხადების მიღებიდან 3 თვის ვადაში.
- ასოციაციის წევრი შეიძლება გარიცხულ იქნას ასოციაციის წევრობიდან, თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ასოციაციის მიზნებს და ლახავს ასოციაციის სახელსა და ღირსებას. წევრის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ასოციაციის საერთო კრება.
- ასოციაციის დამფუძნებელი და შემდგომი წევრები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით.