სრჯუ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების საკოორდინაციო პლატფორმის მორიგი შეხვედრა
14 ივლისს გაიმართა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების საკოორდინაციო პლატფორმის მორიგი შეხვედრა,
შეხვედრაზე პლატფორმის მონაწილეებმა: იმსჯელეს იუნესკოს სექსუალური განათლების მიმოხილვისა და შეფასების ინსტრუმენტის SERAT გამოყენებით საქართველოში განხორციელებული კვლევის შედეგებზე, მიმოიხილეს საგნობრივ სტანდარტებში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხები, ასევე განიხილეს საკომუნიკაციო კამპანია ადამიანის სექსუალობის შესახებ სწავლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისა და მიმღებლობის გაზრდისათვის.
შეხვედრას ესწრებოდა გაეროს მოსახლეობის ფონდის UNFPA საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე.
სრჯუ პლატფორმა ფუნქციონირებს 2019 წლიდან და მისი მიზანია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სფეროში მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობა გამოცდილების, სტრატეგიებისა და მომავლის ხედვების გაზიარების მიზნით.