ბლოგი

„ექიმის საათი“ – პილოტური პროგრამის მეორე ეტაპი

„ექიმის საათი“ – პილოტური პროგრამის მეორე ეტაპი

2022 წლის 2 ივნისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს მოსახლეობისფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და ორგანიზაციის „თანადგომა“ ერთობლივი პროგრამის – „ექიმისსაათი“ – მეორე ეტაპის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

შემაჯამებელ შეხვედრაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მისნისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა პროგრამაში ჩართულ მხარეებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მოსწავლეებში უსაფრთხოების საკითხებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცოდნის გაღრმავებისა და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პროგრამის „ექიმის საათი“ პილოტირება საქართველოს 12 საჯარო სკოლის დაწყებით საფეხურზე განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში მომზადდა UNESCO-ს სტანდარტებთან შესაბამისი საგაკვეთილო გეგმები I-VI კლასებისთვის.

ღონისძიებაზე პროგრამის პილოტირებაში ჩართული სკოლების წარმომადგენლებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს და დამსწრე საზოგადოებას „ექიმის საათის“ ფარგლებში განხორციელებული აქტივობები გააცნეს.