ბლოგი

სრჯუ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების საკოორდინაციო პლატფორმამ 2022 წელს მუშაობა განაახლა

სრჯუ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების საკოორდინაციო პლატფორმამ 2022 წელს მუშაობა განაახლა

6 აპრილს ჩატარდა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების საკოორდინაციო პლატფორმის მორიგი შეხვედრა. შეხვედრის მსვლელობისას სამი პრეზენტაცია გაკეთდა:

  • კვლევითი ორგანიზაციის EPRA წარმომადგენელმა სოფიო დოლიძემ მოახსენა დამსწრეებს თანადგომას მიერ ინიცირებული კვლევის „სექსუალური განათლება: მოსახლეობის ინფორმირებულობა, განწყობები და დამოკიდებულებები“ რაოდენობრივი ნაწილის მიმოხილვა
  • ორგანიზაციის DemLab წარმომადგენელმა ქეთევან ბოჯგუამ წარადგინა ჩატბოტი რეპროდუქციული, სექსუალური ჯანმრთელობის და უფლებების შესახებ
  • თანადგომას წარმომადგენელმა ქეთევან ჭელიძემ გააცნო პლატფორმის წევრებს პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის გასაუმჯობესებელი საკომუნიკაციო სტრატეგია.

შეგახსენებთ, სრჯუ პლატფორმა ფუნქციონირებს 2019 წლიდან და მისი მიზანია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების სფეროში მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის კოორდინაცია გამოცდილების, სტრატეგიებისა და მომავლის ხედვების გაზიარების გზით.