ბლოგი

სექსუალური ჯანმრთელობის პრობლემები ონკოლოგიური დაავადებების მქონე ქალებს შორის – კვლევის პრეზენტაცია

2021 წლის 9 დეკემბერს „თანადგომამ“ გამართა შეხვედრა, რომელიც ეძღვნებოდა კვლევის „სექსუალური ჯანმრთელობის სფეროში არსებული პრობლემები რეპროდუქციული სისტემის ონკოლოგიური დაავადებების მქონე ქალებს შორის“ შედეგების წარდგენასა და რეკომენდაციების განხილვას დარგის ექსპერტებთან ერთად. შეხვედრას ესწრებოდნენ ონკოლოგები, ონკოფსიქოლოგები, სექსოლოგები და რეპროდუქტოლოგები. კვლევის წარდგენის გარდა, შეხვედრაზე გაკეთდა პრეზენტაცია „სექსუალური ჯანმრთელობის პრობლემები რეპროდუქციული სისტემის ონკოლოგიური დაავადებების მქონე ქალებში“. ასევე, ონკოპაციენტი ქალების ორგანიზაციის „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“ დამფუძნებელმა თინა ბერუჩაშვილმა წარადგინა კვლევა „სტიგმატიზაციის ფაქტორისა და ფსიქოემოციური მდგომარეობის შეფასება ონკოპაციენტ ქალებში“.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სამომავლო ნაბიჯებზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ონკოპაციენტი ქალების სრჯუ საჭიროებები მეტად იქნას გათვალისწინებული სამედიცინო თუ ფსიქოლოგიური სერვისების გაწევისას. საერთო შეთანხმებით, დაიგეგმა, შეიქმნას კომპეტენტური სპეციალისტების, ექიმებისა და ფსიქოლოგების სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს რეპროდუქციული სისტემის ონკოპაციენტ ქალებში სექსუალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაზე.