სამართლებრივი ბარიერების დაძლევა საკვანძო პოპულაციებისთვის – მიზნისკენ 90-90-90

სამართლებრივი ბარიერების დაძლევა საკვანძო პოპულაციებისთვის – მიზნისკენ 90-90-90

ფინანსური მხარდაჭერა:  ელტონ ჯონის შიდსის ფონდი

გრანტის მიმღები/განმახორციელებელი:  ზიანის შემცირების ევრაზიის ასოციაცია

სუბ-გრანტორები:

  • საინფორმაციო სამედიცინო-დსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“ (საქართველო);
  • ყაზახეთის აივ დადებითი ადამიანების კავშირი (ყაზახეთი);
  • აივ ინფექციის პრევენციის და ზიანის შემცირების სფეროში მომუშავე ორგანიზაციების კავშირი (მოლდოვა).

პროექტის ექსპერტ-პარტნიორები:

  • კანადის აივ/შიდსის სამართლებრი ქსელი (CHALN);
  • ევრაზიის კოალიცია ჯანმრთელობის, უფლებების, გენდერული და სექსუალური მრავალფეროვნების საკითხებზე (ECOM);
  • სექს მუშაკების უფლებების საადვოკაციო ქსელი (SWAN).

განხორციელების ვადები: 01.01.2021 – 30.06.2022

პროექტის მიზანი: აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქალაქების დონეზე, მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებისთვის, აივ ინფექციასთან დაკავშირებული უწყვეტი დახმარების ეფექტიანობის გაზრდა სამართლებრივი ბარიერების დაძლევის გზით.

მოკლე აღწერა:

პროექტი მიმართულია იურისტების და პარაიურისტების შესაძლებლობების გაზრდაზე სამართლებრივი დახმარების გასაწევად ადამიანებისთვის, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკებს, მამაკაცებისთვის, რომელთაც აქვთ სექსი მამაკაცებთან და სექს-მუშაკებისთვის, რათა დაძლეულ იქნას აივ კასკადთან წვდომის სამართლებრივი ბარიერები. პარტნიორების მხარდაჭერით, ზიანის შემცირების ევრაზიის ასოციაცია ახორციელებს ადამიანის უფლებების დარღვევის და სამართლებრივი ბარიერების შემთხვევების შეგროვებას და აწარმოებს სისტემური სამართლებრივი დარღვევების ტენდენციის ანალიზს, იმ ცვლილებების ადვოკატირებისთვის, რომლებიც საბოლოოდ დაგვეხმარება საკვანძო ჯგუფების აივ-ისადმი მოწყვლადობის შემცირებაში და გააუმჯობესებს აივ-თან დაკავშირებული უწყვეტი დახმარებისადმი წვდომას.