აივ პრევენციული ღონისძიებების გაძლიერება მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფებში
ფინანსური მხარდაჭერა: აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria) მიერ დაფინანსებული პროგრამა „საქართველოში აივ/შიდსის პრევენციის, მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერება და მდგრადობის უზრუნველყოფა“ (GEO-H-NCDC)
განხორციელების ვადები: 2021-01-01 – 2021-12-31
მიზნობრივი ჯგუფები: მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან, კომერციული სექსის მუშაკი ქალები და ტრანსგენდერი პირები
პროექტის განხორციელების გეოგრაფიული არეალი:
- ქ. თბილისი, ქ. ბათუმი, ქ. ქუთაისი, ქ. ზუგდიდი, ქ. თელავი
პროექტის მიზანი: პროექტი მიმართულია სგგი/აივ/შიდსის მხრივ რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების წარმომადგენელთა ინფორმირება/კონსულტირებაზე, სარისკო ქცევების შემცირებასა და მათთვის ხარისხიანი, ხელმისაწვდომი სამედიცინო კონსულტაციისა და მომსახურების მიწოდებაზე. პროექტი მიზნად ისახავს აივ ინფექცია/შიდსისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენციას.
პროექტის ძირითადი ამოცანები:
- მაღალი რისკის ჯგუფების წარმომადგენელთათვის (კსმქ, მსმ, ტრანსგენდერი პირები) აივ ინფექციაზე ნებაყოფლობითი კონსულტირების და ტესტირების უზრუნველყოფა, მათ შორის აივ-ზე თვითტესტირების პაკეტის მიწოდების გზით;
- მაღალი რისკის ჯგუფების წარმომადგენელთათვის (კსმქ, მსმ, ტრანსგენდერი პირები) პრევენციული პაკეტის მიწოდება
- მსმ-ების, კსმ ქალებისა და ტრანსგენდერი პირების სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე სინდრომული შეფასება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში გადასამრთება დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიზნით;
კსმ-ების და მსმ-ების ტუბერკულოზე სკრინინგი და რეფერალის განხორციელება შესაბამის სამეიდიცნო დაწესებულებაში.