„აღმოვფხვრათ ხარვეზები: ჯანმრთელობა და უფლებები მოწყვლადი ჯგუფებისათვის”

„აღმოვფხვრათ ხარვეზები: ჯანმრთელობა და უფლებები მოწყვლადი ჯგუფებისათვის”

პროექტის სახელწოდება: „აღმოვფხვრათ ხარვეზები: ჯანმრთელობა და უფლებები მოწყვლადი ჯგუფებისათვის”

დონორი: ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო/შიდსის ფონდი აღმოსავლეთი-დასავლეთი (AIDS Foundation East West – AFEW)

განხორციელების პერიოდი: 01/01/2016 – 30/11/2020

პროექტის გრძელვადიანი მიზნები

  1. გაძლიერებული სამოქალაქო საზოგადოება, რომლის მიმართაც მთავრობა ანგარიშვალდებულია;
  2. მოწყვლადი პოპულაციების ადამიანის უფლებების გაუმჯობესებული განხორციელება;
  3. გაუმჯობესებული სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები და აივ-ის შემცირებული გავრცელება.

პროექტის აქტივობები:

  • წამალდამოკიდებული და ალკოჰოლური პირებისათვის ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია სადღეღამისო სარეაბილიტაციო ცენტრში
  • ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია(ნერვოლოგი,ფსიქიატრი,ნარკოლოგი,ინფექციონისტი);
  • ქალი მომხმარებლებისთვის გენდერსპეციფიური სერვისებით უზრუნველყოფა(მამოლოგის,გინეკოლოგის კონსულტაცია,საჭიროების შემთხვევაში სკრინინგ-ცენტრში გადამისამართება ან სოციალური თანხლება);
  • საინფორმაციო/საგანმანათლებლო ბროშურების და კონდომების უფასო გავრცელება;
  • აივ/შიდსზე  ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება;
  • ვირუსულ B და C ჰეპატიტზე ტესტირება;
  • საგანმანათლებლო ჯგუფური შეხვედრები(აივ/შიდსი,ვირუსული ჰეპატიტები,სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, სტრესი,ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანი);
  • ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები თანადამოკიდებულ ადამიანებთან (ნარკომომხმარებელთა ოჯაჯხის წევრები).
  • საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამედიცინო,იურიდიულ თუ სხვა ტიპის დაწესებულებაში გაგზავნა;
  • სოცალური თანხლება(საჭიროების შემთხვევაში კლიენტის თანხელება/გაყოლა სხვადასხვა მმსახურეობს მისაღებად.)