„აღმოვფხვრათ ხარვეზები: ჯანმრთელობა და უფლებები მოწყვლადი ჯგუფებისათვის”
პროექტის სახელწოდება: „აღმოვფხვრათ ხარვეზები: ჯანმრთელობა და უფლებები მოწყვლადი ჯგუფებისათვის”
დონორი: ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო/შიდსის ფონდი აღმოსავლეთი-დასავლეთი (AIDS Foundation East West – AFEW)
განხორციელების პერიოდი: 01/01/2016 – 30/11/2020
პროექტის გრძელვადიანი მიზნები:
- გაძლიერებული სამოქალაქო საზოგადოება, რომლის მიმართაც მთავრობა ანგარიშვალდებულია;
- მოწყვლადი პოპულაციების ადამიანის უფლებების გაუმჯობესებული განხორციელება;
- გაუმჯობესებული სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები და აივ-ის შემცირებული გავრცელება.
პროექტის აქტივობები:
- წამალდამოკიდებული და ალკოჰოლური პირებისათვის ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია სადღეღამისო სარეაბილიტაციო ცენტრში
- ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია(ნერვოლოგი,ფსიქიატრი,ნარკოლოგი,ინფექციონისტი);
- ქალი მომხმარებლებისთვის გენდერსპეციფიური სერვისებით უზრუნველყოფა(მამოლოგის,გინეკოლოგის კონსულტაცია,საჭიროების შემთხვევაში სკრინინგ-ცენტრში გადამისამართება ან სოციალური თანხლება);
- საინფორმაციო/საგანმანათლებლო ბროშურების და კონდომების უფასო გავრცელება;
- აივ/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება;
- ვირუსულ B და C ჰეპატიტზე ტესტირება;
- საგანმანათლებლო ჯგუფური შეხვედრები(აივ/შიდსი,ვირუსული ჰეპატიტები,სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, სტრესი,ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანი);
- ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები თანადამოკიდებულ ადამიანებთან (ნარკომომხმარებელთა ოჯაჯხის წევრები).
- საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამედიცინო,იურიდიულ თუ სხვა ტიპის დაწესებულებაში გაგზავნა;
- სოცალური თანხლება(საჭიროების შემთხვევაში კლიენტის თანხელება/გაყოლა სხვადასხვა მმსახურეობს მისაღებად.)