„მიგრაციის საკითხების ადვოკატირების ქსელის“ დაფუძნება
2021 წლის 4 ნოემბერს ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის „თანადგომაც“, „მიგრაციისსაკითხების ადვოკატირების ქსელში“ გაერთიანდა. ქსელის წევრი ორგანიზაციები იმუშავებენსაქართველოში მიგრაციის საკითხების გარშემო არსებული პრობლემების გამოვლენასა და გადაჭრაზე. კერძოდ, ჩაატარებენ ერთობლივი კვლევებს, შეიმუშავებენ რეკომენდაციებსა და საკანონმდებლოწინადადებებს, განახორციელებენ მიგრაციის საკითხების ადვოკატირებასა და ლობირებას. ქსელისსაქმიანობას კოორდინაციას უწევს „უფლებები საქართველო“.
ქსელი შეიქმნა პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ქსელის შექმნა მიგრაციისსაკითხების გადასაჭრელად და საქართველოში მცხოვრები მიგრანტების სამართლებრივი დახმარება“ – ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით ახორციელებს.