„საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა“ არის ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, ასოციაცია, რომელიც 2000 წელს დაფუძნდა. „თანადგომა“ ორი სტრატეგიული მიმართულებით მუშაობს და შემდეგ პროგრამებს ახორციელებს:
1. სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების პროგრამა, რომლის მიზანია საქართველოში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხების წინ წამოწევის ხელშეწყობა.
ამ პროგრამის ამოცანებია: სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების ადვოკაცია როგორც საქართველოში, ისე რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე, თანამშრომლობა სახელმწიფო და არასამთავრობო დაინტერესებულ პირებთან საქართველოს განათლების სისტემაში ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების ინკორპორირების ხელშეწყობის მიზნით, სგგი-ის, აივ/შიდსის, ტუბერკულოზის, ვირუსული ჰეპატიტების და რეპროდუქციული სისტემის ონკოლოგიური დაავადებების პრევენცია და/ან სკრინინგი მოწყვლად პოპულაციებში და სექსუალური და გენდერული ძალადობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის ხელშეწყობა.
2. ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამა, რომლის მიზანია მოწყვლადი პოპულაციებისათვის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხარისხიანი სერვისების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა.
ამ პროგრამის ამოცანებია მოწყვლადი პოპულაციებისათვის მდგრადი და რეგულარული ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისების უზრუნველყოფა და ასეთი სერვისების ინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობა.