სრჯუ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების საკოორდინაციო პლატფორმის შეხვედრა
2021 წლის 28 სექტემბერს გაიმართა სრჯუ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების საკოორდინაციოპლატფორმის მორიგი შეხვედრა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ადამიანის სექსუალობის შესახებ განათლების მიმართულებითტრანსფორმაციული ცვლილების ხელშეწყობის კონცეფციისა და სამუშაო გეგმის შეთანხმებას, რომელიცწარმოადგინა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა.
სრჯუ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების საკოორდინაციო პლატფორმა შეიქმნა 2019 წელსსაინფორმაციო სამედიცინო–ფსიქოლოგიური ცენტრის “თანადგომა” ინიციატივით და RFSU-ს ფინანსურიმხარდაჭერით. მისი მიზანია საქართველოში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაუფლებების სფეროში მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობისკოორდინაცია და გამოცდილების, სტრატეგიებისა და მომავლის ხედვების გაზიარება.
ფოტოები: ვლადიმერ ვალიშვილი/UNFPA