სრჯუ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების საკოორდინაციო პლატფორმის მორიგი შეხვედრა
6 აპრილს ჩატარდა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების საკოორდინაციო პლატფორმის შეხვედრა.
შეხვედრაზე გაკეთდა სამი პრეზენტაცია:
- პლატფორმის ახალი წევრის წარდგენა – CDP სათემო განვითარების პლატფორმა
- მობილობის შეზღუდვის მქონე ქალებში სექსუალური და რეპროდუციული ჯანმრთელობის სფეროში არსებული პრობლემების შემსწავლელი ხარისხობრივი კვლევა;
- საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში, სახლმწიფოს მიერ დაფინანსებული სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების პროგრამების ანალიზი.
შეხვედრის ბოლოს, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის წარმომადგენლის ფასილიტაციით, გაიმართა დისკუსია უცხოელი აგენტების შესახებ კანონის გარშემო არსებული პროცესის შესფასება და ჩვენი სტრატეგიების თუ გეგმების განხილვა.
სრჯუ პლატფორმა ფუნქციონირებს 2019 წლიდან და მისი მიზანია სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის კოორდინაცია, გამოცდილების, სტრატეგიებისა და მომავლის ხედვების გაზიარების გზით.