ბლოგი

პილოტური პროგრამის “ექიმის საათი” წარდგენა

პილოტური პროგრამის “ექიმის საათი” წარდგენა

2021 წლის 27 დეკემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროსმოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისისა და საინფორმაციო სამედიცინო- ფსიქოლოგიური ცენტრის„თანადგომა“ ერთობლივი პროგრამის „ექიმის საათი“ პირველი ეტაპის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმამოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ და საინფორმაციო სამედიცინო- ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომა“აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო წერეთელმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სხვადასხვა საჯარო სკოლების წარმომადგენლები.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ეფექტიანი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა პროგრამაში ჩართულ მხარეებს და მოსწავლეებისთვის ჯანსაღი ცხოვრებისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, 2022 წლიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ექიმის არსებობა სავალდებულო გახდება და ექიმები პროფესიულ საქმიანობასთან ერთად საგანმანათლებლო პროცესშიც აქტიურად ჩაერთვებიან, რაც მოსწავლეებს საშუალებს მისცემს, უშუალოდ პროფესიონალისგან მიიღონ ინფორმაცია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: ჯანსაღი კვება, ვაქცინაცია, უსაფრთხოების წესების, ჰიგიენის ნორმებისა და პირადი სივრცის დაცვა, კიბერუსაფრთხოება და უცნობ ადამიანთან მოქცევის წესები.

2021-2022 სასწავლო წლის პირველ სემესტრში პროგრამის „ექიმის საათი“ პილოტირება 6 საჯარო სკოლაშიგანხორციელდა და ის განკუთვნილი იყო I-VI კლასის მოსწავლეებისთვის. პროგრამის ფარგლებშიმომზადდა UNESCO-ს სტანდარტებთან შესაბამისი საგაკვეთილო სცენარები და გეგმები კონკრეტულიკლასებისთვის.

ფოტოები: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.