მისია და ხედვა

თანადგომას ხედვაა ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი საზოგადოება, სადაც დაცულია ადამიანთა ჯანმრთელობის უფლება, განათლების სისტემაში დანერგილია ჯანმრთელობის შესახებ განათლება, მოქალაქეებს ხელი მიუწვდებათ ეფექტური რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებაზე, შესაბამისად ნაკლებად ვრცელდება ინფექციური დაავადებები, მცირდება აბორტების რიცხვი, მაღალია ოჯახის დაგეგმვის მეთოდების გამოყენება,  განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მაღალი რისკის ჯგუფებს, შესაბამისად ნაკლებია ამ საკითხებთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემები და ასევე ფართოდ დანერგილია ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისები.

ამ ხედვის რეალიზების მიზნით ასოციაციის თანადგომა მისიაა საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება პრევენციული, საგანმანათლებლო, დიაგნოსტიკური და სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელების გზით.

თანადგომა იზიარებს და საქმიანობებს ახორციელებს შემდეგ პრინციპებზე დაყრდნობით:

  • ყველა ადამიანი თანასწორია მიუხედავად რასის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, რელიგიური თუ ეთნიკური მიკუთვნებულობისა;

  • გენდერული აქცენტები, ადამიანის უფლებები და არადისკრიმინაციული მიდგომები გამჭოლი თემებია ორგანიზაციის მუშაობაში.

 

„თანადგომა“ მუშაობს მთელი ქვეყნის მასშტაბით. „თანადგომას“ სერვისები ხელმისაწვდომია რეპროდუქციული ასაკის ზოგადი მოსახლეობისათვის, მაგრამ ორგანიზაცია განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს და პროაქტიულ პროგრამებს შეიმუშავებს რისკის ქვეშ მყოფი, მოწყვლადი ჯგუფებისათვის.