ბლოგი

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ საქართველოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მესამე ციკლის ფარგლებში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების არაფორმალურმა კოალიციამ (მასში შემავალი ორგანიზაციებია EMC, თანადგომა, Hera XXI, WISG, თანასწორობის მოძრაობა) დეტალური ანალიზი გააგზავნა ამ უფლებების სტატუსის შესახებ საქართველოში.

კოალიციის მიზანი იყო, რომ მთავარი რეკომენდაცია, რომელიც აღნიშნულ თემებს გააერთიანებდა და საფუძვლად დაედებოდა, ყოფილიყო სახელმწიფოს მხრიდან მტკიცებულებებზე დაფუძნებული, ასაკის შესაბამისი, საჭიროებებზე მორგებული ყოვლისმომცველი სექსუალური განათლების დანერგვა ფორმალურ სასწავლო კურიკულუმში. ეს რეკომენდაცია რამდენიმე ფორმალურ და არაფორმალურ პლატფორმაზე იქნა გატანილი.

2021 წლის 26 იანვარს გამართულ სესიაზე სახელმწიფომ 6 რეკომენდაცია მიიღო UNESCO-ს სახელმძღვანელო პრინციპზე დაფუძნებული სექსუალური განათლების ინკლუზიის შესახებ. რეკომენდაციები მიღებულ იქნა შემდეგი ქვეყნებისგან: ურუგვაი, მექსიკა, ესპანეთი, ისლანდია, საფრანგეთი და ლუქსემბურგი. მნიშვნელოვანია, რომ აქამდე UPR-ის ფარგლებში სექსუალურ განათლებაზე საქართველოს მიმართ რეკომენდაცია არ გაცემულა. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა როგორც კოალიციისთვის, ისე ამ თემის გულშემატკივრებისთვის.

2021 წლის ივნისში სახელმწიფომ უნდა მისცეს პასუხი უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების მიღებასთან დაკავშირებით.

ბლოგის ხილვა შეგიძლიათ ბმულზე: დააჭირეთ აქ