“აივ პრევენციული ღონისძიებების გაძლიერება მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფებში (კომერციული სექს-მუშაკი ქალები, მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან და პატიმრები”
0%

“აივ პრევენციული ღონისძიებების გაძლიერება მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფებში (კომერციული სექს-მუშაკი ქალები, მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან და პატიმრები”

“აივ პრევენციული ღონისძიებების გაძლიერება მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფებში (კომერციული სექს-მუშაკი ქალები, მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან და პატიმრები”

დონორი: “აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდი“

მიზანი: პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში, კომერციული სექსის მუშაკებსა (კსმ) და მამაკაცებში, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან (მსმ), აივ/შიდსისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენცია.

ამოცანები:

–        მაღალი რისკის რეგიონებში (ქქ. თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, თელავი) 5 საკონსულტაციო, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

–        მაღალი რისკის ჯგუფების წარმომადგენელთათვის აივ ინფექციაზე ნებაყოფლობითი კონსულტირების და ტესტირების უზრუნველყოფა;

–        სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების უფასო დიაგნოსტირება და მკურნალობა;

–        მსმ-ებზე მიმართული პოპულარული ლიდერების პროგრამის განხორციელება;

–        კსმ-ებისა და მსმ-ების როგორც თანასწორგანმანათლებლების ტრენინგი;

–        მსმ-ებზე მიმართული საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება;

–        თანასწორი-თანასწორს პრინციპზე დაფუძნებული ინტერვენციის განხორციელება კომერციული სექსის მუშაკ ქალებში;

–        სასჯელაღსრულების 12 დაწესებულებაში აივ ინფექცია/შიდსზე  ნებაყოფლობითი კონსულტირებისა და ტესტირების ცენტრების ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

–        ტრენინგები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მომუშავე სამედიცინო პერსონალისათვის;

–        პატიმრის უზრუნველყოფა აივ ინფექცია/შიდსზე ნებაყოფილობითი კონსულტირებითა და ტესტირებით;

–        პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში აივ პოზიტიური პატიმრების მხარდაჭერის მიზნით თვითდახმარების ჯგუფების ორგანიზება და ხელშეწყობა;

–        თანასწორგანმანათლებელთა ტრენინგი პატიმრებისათვის აივ/შიდსის, სგგი-ისა და ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეულ ზიანზე;

–        გამოვლენილი აივ ინფიცირებული პატიმრების შემდგომი გამოკვლევებისა და მკურნალობის კოორდინირების უზრუნველყოფა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრთან;

–        დაარსებული საკონსულტაციო-სადიაგნოსტიკო ცენტრების ფუნქციონირების მონიტორინგი და სუპერვიზია;

–        აივ/შიდსის პრევენციის გაძლიერების მიზნით პატიმრობაში მყოფ მსმ-ებზე მიმართული საგანმანათლებლო ღონისძიებები;

პარტნიორი ორგანიზაციები:

“საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაცია”.

„ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრი“.

 

განხორციელების პერიოდი: 1 აპრილი, 2014 – 30 სექტემბერი, 2014

ხორციელდება თანადგომას სათაო ოფისის (თბილისი), ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, თელავის ფილიალებისა და ამავე ქალაქებში არსებული „ჯანმრთელობის კაბინეტების“ მიერ.